თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2017-08-19 14:02:14

თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
29 წლის გ.ქ თურქულმა პოლიციამ ქურდობისთვის დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ოპტიკის მაღაზიიიდან მზის სათვალე მოიპარა და გაიქცა, რის შემდეგაც ამის შესახებ ობიექტის დაცვას იქვე მყოფმა ქალბატონმა შეატყობინა. პოლიცია გ.ქ-ს დაედევნა და დააკავა. ბრალდებულს დაკავებისას სათვალის გარდა, 2 ტელეფონიც აღმოუჩინეს.

თურქული მედიის ცნობით,  დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მას ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერი უჩვენა.