ტერაქტი ბარსელონაში, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები (ვიდეო)

2017-08-17 21:26:40

ესპანეთში, ბარსელონაში ტერაქტი საქართველოს დროით დაახლოებით 19:30 საათზე მოხდა. კატალონიის მოედანზე თეთრი მიკროავტობუსი შეიჭრა და ქუჩაზე მოსეირნე რამდენიმე ადამიანს გადაუარა. ამ მომენტისთვის ცნობილია რომ გარდაცვლილია 13 და დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ბარსელონადან "ინფო რუსთავს" პირდაპირ ეთერში ჩაერთო თეა თიბილაშვილი, რომელიც ბარსელონაში დასასვენებლად იმყოფება. მისი თქმით ქუჩაზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ტერაქტის შემდეგ კი ტურისტების დიდმა ნაწილმა მაღაზიებს და სასტუმროებს შეაფარეს თავი. არსებული ინფორმაციით ესპანეთის პოლიციას ტერორისტები ჯერ არ დაუკავებიათ. ბარსელონაში მყოფ ქართველებს შეუძლიათ დარეკონ საკონსულოს ცხელ ხაზზე +34 687 66 12 74 ნახეთ ვიდეო.