2 წლის ბავშვი მანქანაში გარდაცვლილი ნახეს

2017-08-17 15:25:51

2 წლის ბავშვი, რომელიც დედამ მანქანაში დატოვა, დაიღუპა. შემთხვევა ავსტრიაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 17 წლის დედამ და მისმა მეგობარმა ბიჭმა მძინარე ბავშვი ავტომობილში დატოვეს, რათა არ გეღვიძებინათ, დაბურუნებისას კი მცირეწლოვანი გარდაცვლილი ნახეს.

პოლიციის ცნობით, ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ჰაერის მაღალი ტემპერატურა გახდა.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვარაუდი დადასტურდება, ბავშვის დედას ბრალს განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის წაუყენებენ.