ბაგა-ბაღებში ვიდეო თვალები განთავსდა

2017-08-17 15:05:28

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში ვიდეო თვალები განთავსდა. აპარატურა სამზარეულოებსა და საკვების საწყობებში დამონტაჟდა. ვიდეო მასალას მეთვალყურეობას ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი გაუწევს. სიახლის მიზანია კონტროლი გაეწიოს ბავშვების კვებას და პროცესი შესაბამისი სტანდარტების მაქსიმალური დაცვით წარიმართოს.