რამდენი ქართველი და უცხოელი პირი დააჯარიმა მონიტორინგის სამსახურმა

2017-08-17 14:12:50

მიმდინარე წელს ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის გაცემული ჯარიმების საერთო რაოდენობამ 551 070 ლარი შეადგინა. „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, 2017 წელს სულ 1 119 საჯარიმო ოქმი შედგა, მათგან კი 1 026 დაჯარიმებული პირი უცხოელია. 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ დაჯარიმების ყველაზე მეტი შემთხვევა სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურებაზე იყო, რაც 80 ლარიან სანქციას ითვალისწინებს.

 

შეგახსენებთ,  2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით ისჯება, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით; 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარი; ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება - 50 ლარი (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას); ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარი;

ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარი; სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი - 400 ლარი, იურიდიული პირი - 1 000 ლარი.