ტრაილერი და ტრაქტორი ერთმანეთს დაეჯახა (ფოტო)

2017-08-16 18:00:42

თბილისი გორის ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ტრაქტორი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ტრაქტორი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ტრაილერი კი ამოტრიალდა. ავარიის შედეგაად არავინ დაშავებულა.