თბილისის ქუჩა ბეტონის ფილებისგან გაასუფთავეს

2017-08-16 12:50:02

უზრუნველყოფის სამსახური ქალაქის ქუჩებს სამშენებლო მასალებისგან და სხვა კონსტრუქციებისგან ასუფთავებს. ერთ-ერთი ასეთი სამუშაო თბილისის ქუჩაზე განხორციელდა. იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც სამსახურმა რამდენიმე თვის წინ ახალი ნერგები დარგო, ძველი ბეტონის ფილები აალაგეს. მსგავს სამუშაოებს უზრუნველყოფის სამსახური ქალაქში პერიოდულად ახორციელებს.