მოსალოდნელია ამინდის ცვალებადობა

2017-08-15 22:34:03

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 – 19 საქართველოში მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება 16 აგვისტოს +29°C, +34°C, ხოლო 17 აგვისტოს +25°C, +30°C გრადუსამდე.

რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 16 აგვისტო +33°C, 17 აგვისტო +29°C, 18 აგვისტო +33°C, 19 აგვისტო +34°C.

ბათუმში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 16 აგვისტო +29°C, 17 აგვისტო +31°C, 18 აგვისტო +30°C, 19 აგვისტო +29°C.