თვენახევარში 30 ქვეწარმავალი დაჭირეს

2017-08-15 22:07:32

რუსთავში ტემპერატურის მატებასთან ერთად, აქტუალური ხდება ქვეწარმავლებისგან გამოწვეული პრობლემები. „ინფო რუსთავი“ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი"-ის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. დავით ბეგაშვილის განცხადებთ, ივლისის თვეში 21 ქვეწარმავალი დაიჭირეს, აქედან 3 ხვლიკი იყო. მიმდინარე თვეში კი ამ დრომდე 8 ქვეწარმავალია ნანახი. დაჭერილ ქვეწარმავლებს, სამსახურის თანამშრომლები, თავდაპირველად სპეციალურ აკვარიუმში ანთავსებენ, შემდეგ კი ქალაქიდან მოშორებით უშვებენ. ბეგაშვილის განმარტებით უკვე წლებია არ დაფიქსრებულა შხამიანი ქვეწარმავლის ნახვის შემთხვევა, გარდა ამისა მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავობაში, მოსახლეობის მიმართვიანობამ ქვეწარმავლებთან დაკავშირებით იკლო.

ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში კი შეგიძლიათ დარეკოთ და გამოიძახოთ ჯგუფი რომელიც მათ გაუნვებელყოფაში დაგეხმარებათ. სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75 ღამის საათებში 0341 22 47 37, 0341 22 00 05.