სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

2017-08-15 18:27:39

ქალაქ გარდაბანში 9 აპრილის სკვერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის მიხედვით, დაიგო დეკორატიული ფილები, პარკში მოეწყო ბეტონისა და ლითონის კომბინირებული ღობე, სასმელი წყლის შადრევანი და დეკორატიული სანათები, დამონტაჟდა ახალი ურნები და სკამები, ხოლო სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო ზეთისხილის ხე.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ტაო“-მ 207 426 ლარად შეასრულა. პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.