ნიკა ბეგაძეს სამშობლოში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ

2017-08-15 15:33:34

ისლანდიაში, მდინარე ჰვითაში დაღუპული ნიკა ბეგაძის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები, აუტოფსიის ჩატარებისა და ექსპერტიზის პასუხის შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩი გიგი გიგიაძე აცხადებს.

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში მამაკაცის გვამი გუშინ იპოვეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ისლანდიის პოლიცია ნიკა ბეგაძის საძიებო ღონისძიებებს 19 ივლისიდან აწარმოებდა.

ნიკა ბეგაძის იდენტიფიცირება დღეს თითის ანაბეჭდისა და სტომატოლოგიური სურათის მიხედვით მოხდა.