Sarahah ახალი "თავსატეხი"

2017-08-12 21:21:05

„Sarahah“ ზეინ ალ-აბიდინ თოფიქმა რამდენიმე თვეა რაც შექმნა. სოციალურმა ქსელმა მოკლე დროში მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. აპლიკაცია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მათთვის სასურველ პიროვნებას ანონიმური შეტყობინებები გაუგზავნონ, გამომდინარე აქედან, მათ შეუძლიათ მაქსიმალურად გუწრფელები იყვნენ. აპლიკაციის სახელიც - „სარაჰაჰ“, რომელიც არაბულად „გულწრფელობას“ ნიშნავს ამაზე მეტყველებს. „სარაჰაჰის“ დამფუძნებელი თავდაპირველად იმედოვნებდა, რომ აპლიკაციით 1000 ადამიანი მაინც ისარგებლებდა, თუმცა სოციალური ქსელის პოპულარობამ მის მოლოდინს გადააჭარბა და ამ დროისთვის 300 მილიონზე მეტი შეტყობინებაა გაგზავნილი.

ბუნებრივია, ახალი სოციალური ქსელის შექმნისთანავე გაჩნდა კითხვები. მაგალითად, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ანონიმური შეტყობინებების ავტორების იდენტიფიცირება მოხდეს. ამ და სხვა საკითხზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი „სარაჰაჰთან“ დაკავშირებით მოხმარებლებს რჩევებს აძლევს და მის წესებს, პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას აცნობს. ინფორმაციისგამჟღავნებაზე, კომპანიააცხადებს, რომ ყოველთვის დაიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, რომელსაც ის იღებს, თუ კანონმდებლობა ამას არ მოსთხოვს:"ჩვენ არასოდეს გავამჟღავნებთ ამ ინფორმაციას, თუ ეს არ იქნება კანონის მოთხოვნა, ან თუ არ მივიჩნევთ, რომ ეს პროცედურა საჭირო ან სასურველია კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად, ამ ვებსაიტის საკუთრების უფლების დასაცავად, ან საიტისგან სარგებლის მიმღები სხვა მხარეების დასაცავად". „სარაჰაჰის“ წესებსა და პირობებში საყურადღებოა 2 პუნქტი:

1.ჩვენ გვაქვს წესებისა და პირობების ცვლილების უფლება საჭიროების შემთხვევაში, ვებ- საიტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსზე პასუხისმგებლები მათი შემქმნელები არიან;

2. Sarahah არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც კონტენტის ან საიტის სერვისების გამოყენების შედეგად შეიძლება დადგეს. ვებ-გვერდი ასევე აცხადებს, რომ მომხმარებლის მონაცემებს მესამე მხარეს მარკეტინგისთვის არ მიჰყიდის თქვენი წინასწარი და წერილობითი თანხმობის გარეშე. გამონაკლისად სახელდება მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკისა და კვლევისთვისაა საჭირო და იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა.

ვებ-გვერდი პირობას დებს, რომ ადრესატებს არ გააცნობს მათთვის გამოგზავნილი შეტყობინებების ავტორებს, თუმცა იტოვებს კონფიდენციალურობის პარამეტრების ცვლილებების უფლებას, მსგავსაც Facebook-ის ან სხვა სოციალური ქსელების. თუმცა, პერსონალურ მონაცემტა დაცვის აპარატს რამდენიმე პუნქტში ეჭვი შეაქვს, რადგან ბუნდოვანია რომელ კანონზე და იურიდიულ პირებზე საუბრობს ვებ-გვერდი.