საკრებულომ მერიის გადაგზავნილი ბიუჯეტი დაიწუნა.

2016-11-25 13:06:02

რუსთავის საკრებულობ #29 სხდომა გამართა, განსახილველ 17 საკითხს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ეხებოდა. მერიის ფინანსურმა სამსახურმა საკრებულოს 2017 წლის ბიუჯეტი დასამტკიცებლად 15 ნოემბერს გადაუგზავნა. 1 კვირა აქტიურად მიმდინარეობდა მომავალი წლის ბიუჯეტის როგორც კომიმსიებში და სხვადასხვა სამსახურებში ასევე საჯარო განხილვა. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მამუკა მიქაუტაძე „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში ამბობს რომ - „განხილვების შედეგად დაიდო დასკვნა რომ, წარმოდგენილ პროექტში არასათანადოდ იყო ასახული მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილის პოზიცია. დაახლოებით 6 საკითხია რომელიც გადახედვას საჭიროებდა, 3 საკითხი ეხება ახალი პროგრამის დამატებას ხოლო დანარჩენში ცვლილებებია გასაკეთებელი. ამის გამო გადავწვიტეთ რომ ბიუჯეტი დაუბრუნდეს  მერიას შემდეგი განხილვისთვის“.  პროგრამები რომელის ბიუჯეტიც ახალ პროექტში იქნება ასახული შემდეგია: ფსიქიური აშლილობის მოზარდების პროგრამა - 30 ბენეფიციარი, რეინტეგრირებული ოჯახების კომუნალური გადასახადების დახმარების პროგრამა - 16 ბენეფიციარი, სახელმწიფოს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა - 6 ბენეფიციარი, აუტიზმის პროგრამა და ასევე საყრდენმამოძრავების პრობლემის მქონე შშმ პირთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამა, ჯამში 6 პროგრამის ბიუჯეტი 120 000 ლარს შეადგენს.