მოდელი გაიტაცეს და აუქციონზე ყიდდნენ (ფოტოები)

2017-08-06 20:56:34

პოლონელმა დამნაშავემ, ლუკას ჰერბამ, 20 წლის ბრიტანელი მოდელი მოიტაცა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებებით გააბრუა და მის ინტერნეტ აუქციონზე გაყიდვას 270 000 ევროდ ცდილობდა. ინფორმაციას DailyMail ავრცელებს. დამნაშავის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ გოგონა უმაისუროდაა და მას ხელები გაკოჭილი აქვს. ფოტოზე მითითებული იყო მოდელის წონა და პარამეტრები. ბრიტანელმა მოდელმა ასეთ მდგომარეობაში 6 დღე გაატარა. განგაში მისმა აგენტმა ატეხა. მას შემდეგ, რაც გამტაცებელმა შეიტყო, რომ გოგონა 2 შვილის დედაა, მაშინვე გადაწყვიტა მისი გათავისუფლება, რადგან, მისი თქმით, „დედების გაყიდვა მის წესებს ეწინააღმდეგება“. მან გატაცებული გოგონა თავად მიიყვანა ბრიტანეთის საკონსულოში, სადაც ის დააკავეს. პოლონელმა დანაშაული აღიარა. როგორც გოგონა ჰყვება: შავხელთათმანიანი პიროვნება მას უკნიდან მიეპარა, პირზე ხელი ააფარა, მეორე პიროვნებამ კი, რომელიც პირველს თან ახლდა გოგონას მკლავში ინექცია გაუკეთა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. როცა გამოფხიზლდა, იგი ჩანთაში იყო მოთავსებული, ხელები და ფეხები კი გაკოჭილი ჰქონდა. ბრიტანელი მოდელი უკვე დაბრუნდა სახლში.