Gem Fest-ზე გოგონა გარდაიცვალა

2017-08-04 17:19:59

22 წლის გოგო, რომელიც დილით Gem Fest-ის ტერიტორიაზე შეუძლოდ გახდა, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, ახალგაზრდა კლინიკაში დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიკური ეფექტის და სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის დიაგნოზით მოათავსეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნებით კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომლებიც Gem Fest-ს ესწრებოდნენ. მათგან ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და იგი მართვთ სუნთქვაზე იმყოფება.