Georgiaball და TURKEYball

2017-08-02 23:34:07

რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყნის კომიქს-გვერდი გააქტიურდა, რომლებიც ძირითადად გეოპოლიტიკური, კულტურული, რელიგიური და ისტორიული ხასიათის ხუმრობებით გამოირჩევა. ამის მიზეზი თურქეთის (TURKEYball) და საქართველოს (Georgiaball) გვერდებს შორის დაპირისპირება გახდა. გვერდები ერთმანეთისთვის შეურაცხმყოფელი შინაარსის მატარებელ კომიქსებს აქვეყნებენ, რომლებიც აღნიშნული ორი ქვეყნის კულტურას, ისტორიას, ხალხის წარმოშობას და მათ შორის წარსულში მომხდარ ბრძოლებს ეხება. „დაპირისპირებაში“ სხვა ქვეყნების ანალოგიური გვერდებიც ჩაერთნენ, რომელთა უმრავლესობა საქართველოს უჭერს მხარს.