ძროხები ცენტრალურ ქუჩაზე (ფოტო)

2017-08-02 12:40:31

ძროხები კოსტავას გამზირზე ისევ გამოჩდნენ. პირუტყვი ე.წ. პირამიდის მიმდებარე ტერიტორიასა და კოსტავას ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 10-მდე ძროხა უმეთვალყურეოდ იყო მიტოვებული და აღნიშნულ პერიმეტრზე ბალახს ძოვდა.

ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ პირუტყვზე პასუხისმგებოლობა, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს აკისრია. ქუჩებში რქოსანი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომლები პირუტყვს აპატიმრებენ, და ჯარიმას აკისრებენ (თუ პირუტყვი ქალაქშია, 20 ლარით ჯარიმდება მეპატრონე. თუ სკვერში-50 ლარით). ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირუტყვი კვლავ მეპატრონეს უბრუნდება.

მსგავსი შემთხვევა, აღნიშნულ ტერიტორიაზე არაერთხელ დაფიქსირდა.