რატომ გვირეკავენ და გვითიშავენ?

2017-07-30 17:57:19

დღეს დილიდან სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება თემა, რატომ და ვინ გვირეკავს უცხო ქვეყნიდან და უცხო ნომრიდან. ზარები ძირთადად +675 7089 4040; +675 7089 4035; +675 7089 4025 ამ ნომრებიდან ხორციელდება. ირკვევა რომ სატელეფონო ნომრები პაპუა ახალ გვინეაშია რეგისტრირებული, კერძოდ, ქალაქ გოროკაში. არსებული ინფორმაციით რომელიც სხვადასხვა საიტებზე ვრცელდება საქმე გვაქვს თაღლითობასთან. კომპანია, რომელიც ზარს ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების სატელეფონო ნომრებზე, იმ შემთხვევაში თუ მას უპასუხებს აბონენტი ან გადაურეკავს, მის ბალანსზე არსებულ თანხას მთლიანად მიითვისებს.