თურქეთში 3 ქართველი დააკავეს (ვიდეო)

2017-07-30 17:11:53

თურქეთის პოლიციამ იალოვას რეგიონში ქურდობაში ეჭვმიტანილი 3 ქართველი დააკავა. როგორც ცნობილია, ს.ტ, ზ.ნ და ს.ს კარის საკეტებს ტეხავდნენ და სახლებს ძარცვავდნენ. ეჭვმიტანილები მანქანით გადაადგილდებოდნენ, რომლის შეჩერება პოლიციამ სცადა, თუმცა მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა. დევნა Rüstempaşa-ს რაიონში მოძრაობის გადაკეტვით დასრულდა. მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და კომპიუტერები ამოიღო. ეჭვმიტანილები დაკითხეს, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. ნახეთ ვიდეო.