სარატოვთან ახლოს თბილისიდან მიმავალი ავტობუსი ამოტრიალდა

2017-07-30 13:01:04

სარატოვთან ახლოს ავტობუსი ამოტრიალდა. ამის შესახებ რუსეთის შსს-ს პრეს-სამსახური იტყობინება. ავტოსაგზაო შემთხვევა ელანშიკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „ლობის“ მარკის ავტობუსი „ლადას“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავტობუსში 36 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 7-მა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მიმართა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებამდე მსუბუქი ავტომობილის მძღოლი შემხვედრი მიმართულებით გადავიდა და ავტობუსს დაეჯახა. ვარაუდობენ, რომ „ლადას“ მარკის ავტომობილის მძღოლს ჩაეძინა.