სემეკის ახალი დადგენილება

2017-07-30 11:48:54

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 21 ივლისის დადგენილებით განისაზღვრა გაზის,დენის და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო რა შემთხვევებში არ შეუწყდებათ მიწოდება აბონენტებს. საპატიო დღეები სემეკმა შემდეგნაირად განსაზღვრა: შაბათ-კვირა, საღამოს საათები, უქმე და უქმე დღეების წინა დღე. ასევე ამ დადგენილებით ცნობილი გახდა ის ვადები, რა დროშიც კომპანიებმა საკუთარ აბონენტებს უნდა აცნობონ სარემონტო სამუშაოების ჩატარების ზუსტი ვადები. კომპანიები ვალდებულნი არიან მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც.  იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებულ მომხმარებელთა 2 პროცენტზე მეტს, მაგრამ არანაკლებ 100 მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში კომპანიამ, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ ახერხებს აბონენტების გაფრთხილებას მომარაგების შეწყვეტის თაობაზე მაშინ კომპანია ვალდებულია სარემონტო სამუშაოები  გადადოს იმ გონივრულ ვადამდე,  სანამ არ გააფრთხილებს აბონენტებს.