ქართველი ავტომრბოლელების წარმატება

2017-07-29 15:03:38
პირველად ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ქართული დროშა და ჰიმნი ბელგიის ფრანკოშას (Spa, Francorschamps) ავტოდრომზე. ქართველმა ავტომრბოლელმა და საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა აფხაზავამ და მისმა გუნდმა "არტლაინ რეისინგ ჯორჯიამ" (Artline Racing Georgia) ლამბორგინი სუპერ ტროფეო ევროპის შეჯიბრში Pro Am კლასში პირველი ადგილი დაიკავეს. აბსოლუტურ ჩათვლაში კი გუნდი მეოთხე ადგილზეა.

Lamborghini Super Trofeo Europe ერთერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია ევროპაში, რომელიც ხუთი ეტაპისგან შედგება და მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ავტოდრომებზე იმართება - Monza, (Italy), Silverstone (UK), Paul Ricard (France), Spa-Francorschamps (Belgium), Nurburgring (Germany). უნდა აღინისშნოს, რომ შოტა აფხაზავასა და მისი გუნდისთვის წელს ეს უკვე მეორე გამარჯვებაა ამ შეჯიბრში, რამოდენიმე თვის წინ მონზას (იტალია) ავტოდრომზე არტლაინ რეისინგ ჯორჯია ასევე პირველი იყო pro am კლასში.