მტკვარში მოზარდი დაიხრჩო

2017-07-28 13:26:14

მდინარე მტკვარში დაკარგული 14 წლის მოზარდი დღეს სოფელ ხიდისთავთან იპოვეს. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი სოფელ ტინისხიდში მდინარეში ბანაობდა და იგი დინებამ გაიტაცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოებისას ბავშვი გარდაცვლილი ნახეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.