წყლის მიწოდება შეიზღუდება.

2016-11-23 14:00:16

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადება - "ხვალ, 24 ნოემბერს, კომპანია „რუსთავის წყალი“ ქ. რუსთავის მეორე აწევის სატუმბო სადგურში საპროფილაქტიკო სამუშაოებს განახორციელებს. ტექნიკური სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელია პირველი აწევის სატუმბო სადგურის გათიშვა და მეორე აწევის სატუმბო სადგურის რეზერვუარის წყლისაგან დაცლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, ღამით, 25 ნოემბრის 00:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შუწყდება: რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ხოლო მარცხენა სანაპიროს წყალი დაბალი წნევით მიეწოდება. წყალმომარაგება 25 ნოემბერს, სამუშაობის დასრულებისთანავე, დილის 06:00 საათიდან აღდგება. კომპანია რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური  სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე  დროში  დაასრულოს".