შეხვედრა გარდაბანის მუნიციპალიტეტში

2017-07-27 21:49:12

27 ივლისს 11 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სათათბირო ოთახში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისათვის შეხვედრა/სემინარი თემაზე: „თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“ ჩატარდა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - თვითმმართველობების ორგანოების ვალდებულებები წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ურთიერთობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე, ამომრჩევლის მოსყიდვის ცნება, რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებების მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში და სხვა.