პარკში ქალი გარდაცვლილი ნახეს

2017-07-26 17:38:05

40 წლამდე ქალი პარკში გარდაცვლილი ნახეს. ოჯახის წევრების თქმით, მათ პოლიციას რამდენიმე დღის წინ მიმართეს, 40 წლამდე ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და დახმარება ითხოვეს. დაკარგულს 4-5 დღე ეძებდნენ, დღეს კი პოლიციამ იგი თბილისის ერთერთ პარკში გარდაცვლილი ნახა. ცხედრის გადასვენება რუსთავის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები აქვს მიყენებული. გარდაცვლილი დაოჯახებული იყო, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.