ვირუსები „ფეისბუქზე" - როგორ დავიცვათ პერსონალური ინფორმაცია.

2016-11-23 12:22:46

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი ვირუსების თავიდან აცილების მიზნით „ფეისბუქის“ მომხმარებლებს აფრთხილებს. „ფეისბუქის“ პროფილის ვიზიტორების დადგენის მცდელობამ, შესაძლოა მომხმარებლის პირად ანგარიშზე ყველა ინფორმაციის მოპარვა  გამოიწვიოს, ასევე ვებგვერდი  შეძლებს მესიჯების მომხმარებლის სახელით გაგზავნას, მათ მაგივრად დაპოსტვას და პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენებას. „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის განცხადებით, ვიზიტორების დადგენა შეუძლებელია და თუ საიტი რაიმე სახის ციფრებს ან სახელებს გიგზავნით, მაშინ ეს ინფორმაცია გაყალბებულია. ამ საიტებს კი მარტივად შეუძლიათ დააგზავნონ ვირუსები თქვენი სახელით, მოიწონონ სხვადასხვა  გვერდი, გაგაწევრიანონ არასასურველ ჯგუებში და თქვები ფოტოები გამოიყენონ ყალბი პროფილის შესაქმნელად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ურჩევს, რომ ყურადღებით დააკვირდნენ რის სანაცვლოდ  სთავაზობს მათ კონკრეტული  აპლიკაცია ან საიტი მომსახურებას, ასევე არ მისცენ წვდომა საეჭვო საიტებს ელ.ფოსტაზე, ინბოქსზე და სხვა პირად ინფორმაციაზე