მომდევნო 3 დღის ამინდის პროგნოზი

2017-07-21 22:01:22

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო 3 დღის ამინდს პროგნოზირებს, 22 – 24 ივლისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს და +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურული ფონი.

ბათუმში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა: 22 ივლისი - 27°C ; 23 ივლისი - 26°C, 24 ივლისი - 27°C იქნება, მოსალოდნელია ნალექი.

რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა: 22 ივლისი - 38°C ; 23 ივლისი - 37°C, 24 ივლისი - 37°C იქნება, დღეები უნალექოდ ჩაივლის.