"ხარები" ახალი სეზონისთვის ემზადება

2017-07-21 20:56:07

დიდ 10-ში დაბრუნებული რუსთავის ხარები ახალი სეზონისთვის მზადებას გადის. გუნდს დაუბრუნდა რუსთაველი წარმატებილი მორაგბე  ვაჟა ხუციშვილი, ასევე ჯიქებიდან გადმოვიდნემ  ნიკა ბეჟუაშვილი და ბიძინა ჯიმშიტაშვილი, ხოლო არმაზიდან კი ირაკლი ჩომახაშვილი. ხარები ტრადიციას არ ღალატობს და რუსთავის კლუბის აღზრდილ წარმატებულ მორაგბეებს წელსაც მიეცათ შანსი დიდ გუნდში თამაშის. ჭაბუკთა ა ლიგიდან ამოვიდნენ ლევან ნარიმანიძე, ზურა ქავთარაძე, ლუკა გელაშვილი და პაატა ბურჭულაძე.

ხვალ, 22 ივლისს კი რუსთავის ხარები  გაძლიერებული შემადგენლობით ამხანაგურ ტურნირში ჩაერთვება. ხარების გარდა მონაწილეობას ლოკომოტივი და ივერია იღებს. პირველ შეხვედრას რუსთავის გუნდი ლოკომოტივთან გამართავს. შეხვედრა 18:00 სთაათზე ავჭალის სტადიონზე გაიმართება.

შეგახსენებთ რომ აღნიშნული ტურნირი ხარებმა ზედიზედ ორჯერ მოიგეს.