რატომ დაიხოცა თევზი მტკვარში (ფოტო)

2017-07-21 15:49:11

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ინფორმირებულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დაქვემდებარებაში არსებული ორთაჭალჰესის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში მოხდა წყლის მინიმალურ დონეზე დაწევა, რამაც, ორთაჭალჰესის ქვემოთ, მტკვრის დინებაში, წყლის დონის მომატება გამოიწვია.

აღნიშნულის გამო, ქვემო ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაფიქსირდა თევზის ნაპირზე გამორიყვისა და დახოცვის შემთხვევები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. დადგინდება, რამდენად შესაბამისობაში იყო აღნიშნული ქმედება დადგენილ მოთხოვნებთან.