შსს-მ 1 კილო ე.წ. "ბიო" ამოიღო (ვიდეო)

2017-07-21 12:17:29

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.მ. და 1992 წელს დაბადებული ბ.დ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 205 შეკვრად დაფასოებული 188,432 გრამი ე.წ. "ბიო" და 971,9392 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება (ფხვნილის სახით) ამოიღეს. სულ ამოღებულია 1 კილო და 160 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). ნახეთ ვიდეო.