Linkin park-ის ვოკალისტმა თავი მოიკლა

2017-07-20 23:21:49

Linkin park-ის ვოკალისტმა, ჩესტერ ბენინგტონმა 41 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც TMZ იტყობინება, პოლიციამ განაცხადა, რომ ბენინგტონმა თავი კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჯელესში, კერძო აპარტამენტში ჩამოიხრჩო. მისი ცხედარი ხუთშაბათს დილით იპოვეს. დეტალებს პოლიცია იკვლევს.

ბენინგტონი წარსულში ალკოჰოლის და ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. დღეს მისი გარდაცვლილი მეგობრის, კრის კორნელის დაბადებისდღეა, რომელმაც სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბენონგტონი 6 შვილის მამა იყო.

1996 წლიდან Linkin park-მა მსოფლიოს მასშტაბით 70 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა. ბენდი 2 გრემის მფლობელია.