დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

2017-07-20 19:55:52

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. რაიონის სოფლებში ენტემოლოგთა ჯგუფი უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს. დაავადება დენგეს ვირუსი ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში 26 წლის მამაკაცს დაუდგინდა. უცნობი ეტიოლოგიური ცხელებით ის ჯერ ინფექციური პათოლოგიის , შემდეგ კი სეფსის ცენტრში მოათავსეს. ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დენგეს ვირუსი კოღოს საშუალებით გადადის და ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. ვირუსის ინკუპაციის პერიოდი სამიდან 15 დღემდე გრძელდება. დაავადების ორი ფორმა არსებობს, კლასიკური და გართულებული, რომელიც ჰემორაგიული მაღალი ცხელებით მიმდინარეობს. რაც ხშირ შემთხვევაში სისხლჩაქცევებს იწვევს და ლეტალური შედგით სრულდება. ჩვეულებრივ შემთხვევებში კი ვირუსს ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობენ, რადგან მისი ვაქცინაცია ჯერ ჯერობით არ ხდება.

ენტემოლოგთა ჯგუფი ბოლნისში არსებულ სიტუაციას ყოველდღიურად იკვლევს. სპეციალური ჯგუფი კოღოს საჭერ ხელსაწყოს „სინათლის ხაფანგს“ მუნიციპალიტეტის 10 სოფელში ამონტაჟებს. ზუსტი ვთარება ლაბორატორიის მიერ დადებული შედეგების მიერ გახდება ცნობილი.