მამაკაცები საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს

2017-07-20 18:14:07

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალებია ცნობილი. სამართალდამცველებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში „ჰონდას“ მარკის ავტომობილი იპოვეს, საიდანაც ორ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს. პოლიციამ მანქანა იპოვა, თუმცა ის კვალის დაფარვის მიზნით, დამწვარი იყო.

2 მამაკაცი: წარსულში ნასამართლევი გურამ ფოცხიშვილი და მისი სიძე, დაახლოებით 2 საათის წინ, ოზურგეთში, შემოქმედელის ქუჩაზე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, დაღუპული გურამ ფოცხიშვილი ე.წ კანონიერი ქურდის შვილიშვილი იყო.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.