ცენტრალური ავტომაგისტრალი სუფთავდება

2017-07-20 14:47:25

რუსთავში, თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალების რამდენიმე კილომეტრიან მონაკვეთზე დასუფთავების სამუშაოები ტარდება. სამუშაოებს რუსთავის დასუფთავების სამსახური ახორციელებს. ქალაქის გასასვლელიდან რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთის შუა გამყოფ ზოლზე მწვანე საფარის მოწესრიგება და ტერიტორიის ნარჩენებისგან დასუფთავება მიმდინარეობს. რუსთავის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის, ბადრი მოდებაძის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები გეგმიურია და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე პერიოდულად ხორციელდება.