პედაგოგების 30% გამოცდაზე არ გამოცხადდა

2017-07-20 14:23:46

მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები გრძელდება. დღეს გამოცდას გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგისაა და მათემატიკის მასწავლებლები აბარებენ. გამოცდებში მონაწილეობის მიღებით, პედაგოგებს საშუალება ეძლევათ შეინარჩუნონ ან გადავიდნენ კომპეტენციის მაღალ  საფეხურზე. კომპეტენციის ზღვრის მატების შესაბამისად, იზრდება პედაგოგის ხელფასიც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის განცხადებით,  2017 წლის პედაგოგთა გამოცდაზე, სხვა წლების მსგავსად დაბალი აქტივობაა. დაბალი აქტივობაა რუსთავშიც, ამ დრომდე რუსთავში გამოცდებზე, დაახლოებით პედაგოგთა 70% გამოცხადდა.

გამოცდები 13 ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება,