რა მოხდა საბავშვო ბაღში (ვიდეო)

2017-07-19 23:33:20

თბილისის N123-ე საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, ბაღის თანამშრომელმა შენიშნა, რომ ერთ-ერთი ხელოსანი მუშაობისას შესანიშნავად მღეროდა, მისი სიმღერა ჩაწერა და ინტერნეტში გაავრცელა. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ გაარკვია, რომ სამშენებლო სამუშოებზე დასაქმებული ახალგაზრდა მამაკაცი პაატა თავდგირიძეა. ის ქუთაისიდანაა იყო ჩამოსული, თვითნასწავლია, დამოუკიდებლად ეუფლება ხალხურ სიმღერებს და ოცნებობდა პროფესიონალ მომღერლებთან ერთად სიმღერაზე.

სააგენტომ გადაწყვიტა პაატას ამ ოცნების ასრულებაში დახმარებოდა და სასიამოვნო სიურპრიზიც დაგეგმა. საბავშვო ბაღში გადამღები ჯგუფი საპატრიარქოს მგალობელთა გუნდ „ბასიანთან“ ერთად მივიდა და მათი ერთობლივი სიმღერა ჩაწერა. ანსამბლის ბიჭებმა პაატასთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს და მას „ბასიანის“ ახალი ალბომი აჩუქეს. მომღერლები შეთანხმდნენ, რომ პაატა ამ ალბომიდან სხვა სიმღერებსაც დაეუფლება და მომავალში უფრო მეტ სიმღერას შეასრულებენ ერთად. ნახეთ ვიდეო.