ქალთა სოლიდარობის მარში

2017-07-19 19:41:20

ქალთა წინააღმდეგ ძალადობის გასაპროტესტებლად აღმაშენებლის გამზირზე სოლიდარობის აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მარში უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ იყო მიმართული. შეკრებილები მოითხოვდნენ, დასჯადი გახდეს ქალთა მიმართ  მუქარის შემცველი  მოწოდედბების გაჟღერება და აღიკვეთოს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა. ნახეთ ვიდეო.