მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია.

2016-11-22 14:29:15

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა, გიორგი კვირიკაშვილმა თავდაპირველად მადლობა გადაუხადა იმ უკვე ყოფილ მინისტრებს რომლებიც მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ. ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ფინანსთა მინისტრის ადგილს დაიკავებს დიმიტრი ქუმსიშვილი. ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას დაუბრუნდება კახი კალაძე, ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე გიორგი გახარია, ინფრასტრუქტუსრის და რეგიონული განვითარების მინისტრად ზურაბ ალავიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძეა წარდგენილი. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაუქმდა და შეუერთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს. სხვა ყველა მინისტრი ამ დრომდე არსებულ თანამდებობას თავიდან წარადგინეს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, გიგლა აგულაშვილისაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მთავრობა წარდგენილ მინისტებოს კანდიდატების სიას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის და სავარაუდოდ პარლამენტი მაქსიმუმ 1 კვირის მანძილზე შეთავაზებულ კანდიდატებს დაამტკიცებს.