ახალი საფეხბურთო მოედნები

2017-07-19 17:50:46

ქალაქ გარდაბანში სამი ახალი მინი სტადიონი კეთილმოეწყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „დოკასპორტმა“ შეასრულა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 650 742 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში ქალაქ გარდაბანს კიდევ ერთი ახალი მინი სტადიონი შეემატება, ამას გარდა  სპორტული მოედნები სოფელ სართიჭალაში (რადიო სადგურისა და სამხედრო ნაწილის მიმდებარედ), სოფელ ნორიოში, სოფელ ყარაჯალარსა და ვაზიანის დასახლებაში მოეწყობა.