ცენტრალურ პარკთან ზებრა გადასასვლელი მოიხატა

2017-07-19 13:30:41

კოსტავას გამზირზე, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკისკენ მიმავალ გზაზე ზებრა გადასასვლელი მოიხატა. აქტივობა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს, UNDP/UNV/Edgeryders -ების პროექტის FutureMakers-ის ორგანიზებითა და რუსთავის მერიისა და საპატრულო პოლიციის ხელშეწყობით განხორციელდა. პროექტი მიზნად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და აქტივობაში ახალგაზრდების ჩართულობას ისახავდა.