რა საფრთხეებს შეიცავს სოლარიუმი

2017-07-19 12:51:13

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი 35 წლამდე მომხმარებლებს ურჩევს  სოლარიუმში სიარულისგან თავი შეიკავონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგიერთ ქვეყანაში სოლარიუმით სარგებლობა არასრულწლოვნებში ან 35 წლამდე მომხმარებლებში აკრძალულია და საკითხი კანონმდებლობით კონტროლდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ეროვნული ცენტრის არგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას განცხადებით, სოლარიუმის 35 წლამდე მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ გაცილებით მეტი რისკი აქვს განუვითარდეს მელანომა, კანის კიბო და თვალის სხვადასხვა დაავადება. მისივე განმარტებით, მელანომა არის კანის კიბოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ძალიან მწვავეა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. ამასთან, მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ღია ფერის კანისა და ღია ფერის თვალის მქონე მომხმარებლები.