მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

2017-07-19 11:14:22

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო 5 დღის ამინდს პროგნოზირებს, 19 – 23 ივლისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს და +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურული ფონი. რუსთავში ჰაერის ტემპერატურა: 19 ივლისი - 36°C ; 20 ივლისი - 37°C ; 21 ივლისი - 38°C ; 22 ივლისი - 38°C ; 23 ივლისი - 37°C იქნება.