როდის დაიწყებს სოკარი მრიცხველების ჩვენების აღებას

2017-07-18 21:32:14

„სოკარ ჯორჯია გაზის“ მარკეტინგის მენეჯერმა "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, რომ - "მიმდინარე თვის 20 რიცხვიდან მრიცხველებიდან ჩვენებების აღება დაიწყება. ჩვენებების აღების პროცესი 3-4 დღეში დასრულდება და მომხმარებლებს დარიცხვა ამ პერიოდამდე ძველი ტარიფით მიუვათ. აგვისტოს 20 რიცხვიდან კი კვლავ დაიწყება მრიცხველებიდან ჩვენებების აღება და დარიცხვა მომხმარებლებს ამჯერად ახალი ტარიფით მიუვათ. ცვლილებებმა შეიძლება მცირე ცდომილება გამოიწვიოს იქიდან გამომდინარე რომ არ ვიცით ზუსტად რა ვადაში მოასწრებენ თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით ჩვენებების აღებას, თუმცა ეს ცდომილება იქნება არა კომპანიის, არამედ მოსახლეობის სასარგებლოდ". შეგახსენებთ, რომ ახალი სამომხმარებლო ტარიფი ბუნებრივ აირზე რუსთავში 1 კუბურ მეტრზე 57 თეთრი იქნება.