ავარია მაგისტრალზე (ვიდეო)

2017-07-18 19:09:18

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა სასტუმრო „გრანდ ვეჯინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, მათგან ერთ-ერთი ტაქსი იყო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ქალი დაშავდა, რომელიც ტაქსით მგზავრობდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ნახეთ ვიდეო.