ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

2017-07-18 16:56:48

ტრაპზონში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული 60 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის გერასუნის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. როგორც დაშავებულის ახლობლების აცხადებენ:“ექიმმა გვითხრა, რომ გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს. მას განუვითარდა ძლიერი სისხლჩაქცევები, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში იგი აპარატიდან გამორთონ. ექიმმა უკვე მოგვისამძიმრა.“ ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს 5 მოქალაქე ჯერ კიდევ თურქეთის საავადმყოფოებში რჩება. დაშავებულთა ნაწილი საქართველოში გუშინ და გუშინწინ დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ავტოავარია 16 ივლისს მოხდა. ავტობუსი, რომელსაც საბავშვო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლამპრების“  წევრები თურქეთის გავლით ბულგარეთში გადაჰყავდა, გამთენიისას გზაზე ამოტრიალდა. ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა.