"ადამიანი ღამურა" რუსთავის პარკში (ფოტოები)

2017-07-18 14:53:31

რუსთავის ცენტრალურ პარკში ესპანელი მოქანდაკის ამასიო გონსალესის მიერ შექმნილი სკულპტურა „ადამიანი ღამურა“ განთავსდა.  სკულპტურა რუსთავის საერთაშორისო სომპოზიუმის ფარგლებში შეიქმნა და აგვისტოს ბოლომდე ქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ნამუშევარი განთავსდება. სიმპოზიუმი 1 კვირის წინ, 11 ივლისს გაიხსნა.