ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სტრატეგია

2017-07-17 18:23:15

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორის მოადგილემ უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელსაც წალკის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გამგებლები, ასევე ამ მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რეგიონებში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების დოკუმენტი მომზადდება, რომელიც წელს მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტში განხორციელდება.დოკუმენტი საპილოტე იქნება.