"დეზერტირების" ბაზარში ხანძარია

2017-07-17 15:43:37

ე.წ. დეზერტირების ბაზარში ხანძარია. ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია ოთხი სამაშველო და რვა სახანძრო ბრიგადა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი. ადგილზე საზოგადოებრივის გადამღები ჯგუფი მუშაობს.

როგორც ამ დროისთვის გახდა ცნობილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად 10 სახანძრო-სამაშველი ეკიპაჟი მუშაობდა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი