ქუჩებში ახალი ურნები განთავსდება

2017-07-17 13:07:00

ტენდერი გამოცხადდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებზე. პარკებში და სკვერებში არსებული ურნები დაზიანებულია, ასევე ადგილი ჰქონდა ვანდალურ ქმედებებს, რის გამოც ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქში ახალი ურნების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. პარკებში, სკვერებში და ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე 40-მდე ურნა დაიდგმება. სამუშაოებს ააიპ „უზრუნველყოფა“ განახორციელებს. მომავალში, სავარაუდოდ, ახალი ურნების რაოდენობა გაიზრდება.